ჩოლურის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელთა საინტერესო და ინფორმაციული პროექტი
21-02-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, XI კლასის მასწავლებლის - ქეთო ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს საინტერესო პროექტი თემაზე - „ალცჰაიმერი და პანკრეასი“.

ბავშვებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თემა იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური. მოსწავლეები კი მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდნენ.

პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, რომლებმაც პროექტი დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203