„შოკოლადის ცდა“ - განძის N1 საჯარო სკოლის ლაბორატორიაში მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
22-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში, პრაქტიკული დავალებებითა და ექსპერიმენტებით სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, ქიმიის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერემენტული ცდა, რომელსაც ქიმიის უფროსი მასწავლებელი არევატ თანგამიანი ხელმძღვანელობდა. 

„შოკოლადის ცდის“ შემადგენელი ინგრედიენტები იყო კაკაოს ზეთი, კაკაოს ფხვნილი და შაქარი.

მოსწავლეებმა, აღნიშნული ინგრედიენტების დახმარებით საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი ჩაატარეს, განსაზღვრეს თუ რა რეაქციაში შედის ერთმანეთთან ნივთიერებები და გაიაზრეს, თუ როგორ მზადდება შოკოლადი. 

მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეოები: 

       

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203