საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტში მონაწილეობენ
20-02-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის გუნდი მასწავლებლის - ხატია რაზმაძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო პროექტში - Goals Project 2024 მონაწილეობდა. პროექტის მიზანია მსოფლიო მასშტაბით გაერთიანდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები მდგრადი განვითარების 17 მიზნის გარშემო და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.

სკოლის გუნდი მუშაობს  6-ზე მიზანზე: „სუფთა წყალი და სანიტარია“. პროექტი ხორციელდება 6 კვირის განმავლობაში და მოიცავს საინტერესო აქტივობებს.

პროექტის მესამე კვირის მიზანია გუნდმა შეადგინოს სამოქმედო გეგმა და ის იდეები, რაც მოსწავლეებს აქვთ აქციონ მიზნებად და მენტორთან ერთად განახორციელონ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203