„სტუმრად ჩემი შვილის კლასში“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საინტერესო პროექტი დაიწყო
20-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, VII კლასში დამრიგებლის - ხატია რაზმაძის ორგანიზებით დაიწყო პროექტი „სტუმრად ჩემი შვილის კლასში“.

პროექტის მიზანია, მშობლებმა უკეთ გაიცნონ თავიანთი შვილის კლასელები, ბავშვებმა კი მათი თანაკლასელის მშობლები.

„ბავშვები იზრდებიან, ეცვლებათ გემოვნება, ინტერესები, შეხედულებები და ღირებულებები. შესაბამისად მნიშვნელოვანია მშობლები უკეთ ვიცნობდეთ როგორც საკუთარ შვილებს, ასევე შვილის კლასელებს, რომლებთანაც ძალიან დიდ დროს ატარებენ მთელი დღის განმავლობაში. ეს პროექტი კი მისცემს შესაძლებლობას თითოეულ მათგანს სულ სხვა თვალით დაინახონ ერთმანეთი, მეტი ისაუბრონ, მოძებნონ საერთო ინტერესები, შეხედულებები და მოისმინონ საინტერესო რჩევები ერთმანეთისგან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას დიდი ყურადღება ექცევა. 

„თებერვალი ჩვენს სკოლაში მშობელთა ჩართულობის თვეა! მადლობა ბატონ მირიანს, თომას მამიკოს დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203