ზღაპრული საზეიმო ღონისძიება ოთის საჯარო სკოლაში
20-02-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო, ხალისიანი და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად ეწყობა მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან, ასეთივე ღონისძიებით დაგვირგვინდა სასწავლი წლის პირველი სემესტრი. 

სკოლაში, დიდი ზარ-ზეიმით გაიმართა ღონისძიება - „საახალწლო ზღაპარი“, რომელმაც დაუვიწყარი განწყობა შექმნა სკოლაში, იმ დღის ემოციები დღემდე მოსდევთ მოსწავლეებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, სადაც შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს საყვარელი პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203