„ნარჩენების ახალი სიცოცხლე“ - თივის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა​
20-02-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებით კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით აქტივობებსა და ღონისძიებებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, 1-ელი კლასის მოსწავლეები, ბუნების მასწავლებელ ნინო ასაბაშვილთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ პროექტში - „ნარჩენების ახალი სიცოცხლე“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მათ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს - ძველ და გამოყენებულ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. აღნიშნული ნამუშევრები კი შემდგომ საკლასო ოთახის კედელზე განათავსეს.

ბავშვებს პედაგოგმა ინფორმაცია მიაწოდა ნარჩენების გადამუშავებისა და მნიშვნელობის შესახებ. პირველმაკლასელებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203