საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის კამპანიის - „მასწავლე, რათა დავიცვა“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
20-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი Peak Of Changes/ცვლილებების პიკი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები პედაგოგთა ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ.

ამჯერად, კლუბის ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ირინა მიქავას ინიციატივით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული შეხვედრა 19 თებერვალს, კამპანიის - „მასწავლე, რათა დავიცვა“ ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზის, არსებული სიტუაციისა და დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ ჩატარდა.

​როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხევედრას უძღვებოდნენ: თამაზ კირტავა - საიას ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ანალიტიკოსი, ალექსანდრე პატარაია - საიას საერთაშორისო სამართალწარმოების იურისტი.

„აღნიშნული აქტივობის განხორციელება შესაძლებელი გახდა შპს გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართულ სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ youth development-ის თანამშრომლობით“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203