
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული დაიწყო.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ, მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მე-10 კლასელთა პედაგოგი ლიკა დევნოზაშვილი.
ბავშვებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, 1921 წლის „სისხლიანი თებერვლის“ და ქართველი გენერლების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციისა და საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები: