„გამოიცანი ვინ ვარ?“ - საინტერესო აქტივობა თაზაქენდის საჯარო სკოლის VI კლასში 
20-02-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად კი, VI კლასში, მასწავლებელ ნინო გრატიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ენის გაკვეთილზე აქტივობა - „გამოიცანი ვინ ვარ?“ გაიმართა. მისი მიზანი ნასწავლი ლექსიკის გავარჯიშება და ახალის დამახსოვრება იყო. 

მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები და ქართული ენის ცოდნა გამოავლინეს. მეექვსეკლასელებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203