„ვამაყობთ შენით“- ტყემლანის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ვასილ კაპანაძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა 
21-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

სკოლის კურსდამთავრებულს - ვასილ კაპანაძეს, რომელმაც წარჩინებით დაასრულა ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, კუთვნილი ოქროს მედალი და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. 

სკოლაში კურსდამთავრებულს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ.

„ჩვენი სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ვასილ კაპანაძეს ვულოცავთ კუთვნილი ოქროს მედლის მიღებას კიდევ უამრავი წარმატებით გესახელებინოს შენი სკოლა და მასწავლებლები, ვამაყობთ შენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203