ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოვლის ქანდაკებების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს
20-02-2024
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დიდ წარმატებასაც აღწევენ. ამჯერადაც, სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ.

კერძოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის კონკურსი „თოვლზე მოქანდაკე“ გაიმართა. მასში ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევარი დაამზადეს. შედეგად კი პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მათი მიღწევა ახარებთ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203