სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლე კარაპეტ ნახაპეტიანი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
21-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - კარაპეტ ნახაპეტიანს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“- ფარგლებში ლეპტოპი გადაეცა.

მე-10 კლასის მოსწავლე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელოს განათლების მიღება. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203