„მუსიკა-თერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“ - საინტერესო პროექტი ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში
20-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთათვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

სწორედ ამიტომ, მუსიკის, ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების პროექტებით სწავლების ფარგლებში, აღნიშნული საგნის პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით - „მუსიკა-თერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა დაავადების, ასევე  კომუნიკაციის, ყურადღების, მოტივაციისა და ქცევითი  პრობლემების კორექციის მიზნით მუსიკის, როგორც თერაპიის აქტიურად გამოყენების შესახებ. 

მოსწავლეებმა მოპოვებული მასალის საშუალებით დასახეს გეგმები, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების მქონე პიროვნებების საზოგადოებაში ჩართვა-სოციალიზაცია.

ამ საკითხზე მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუ ფსიქოლოგთან, ნათია წივილაშვილთან, რომელიც ასევე ქვემო ხოდაშნის სკოლის კურსდამთავრებულია. მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვაცნო ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების მქონე პიროვნებების სოციალიზაციის შესახებ.

ამ პროცესში, მოსწავლეებს აქტიურად დაეხმარათ სკოლის ექიმი, რომელმაც პრეზენტაციაზე ისაუბრა აუტიზმზე და აუტისტი ადამიანების მიმღებლობაზე საზოგადოებაში.

„პროექტი გამოვიდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203