მარნეულის N1 საჯარო სკოლის მერვეკლასელთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში
20-02-2024

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, არაფორმალურ განათლებასა და მოსწავლეების საინტერესო აქტივობებსა თუ ინიციატივებში ჩართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, ცნობადობის და ინფორმაციის ამაღლების მიზნით, სკოლის ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა არაფორმალური აქტივობის ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეები წაიყვანეს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში. 

ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებს სიხარულით უმასპინძლეს, გააცნეს არსებულ ყველა რესურსს, ასევე ინახულეს მარნეულის ამერიკული კუთხე, სადაც ტარდება უამრავი ღონისძიება თუ პროექტი.

აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებს გააცნეს ყველა პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათ მიიღეს შეთავაზება ჩაერთონ, როგორც ქართულენოვან ასევე ინგლისურენოვან პროექტებში.

„ეს არის სივრცე, სადაც ხელმისაწვდომია ყველა რესურსი სწავლისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები და ინფორმირებულნი დარჩნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლა მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203