ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
20-02-2024
ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, მასწავლებლ ეთერ ელყანიშვილთან ერთად, მათი საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ ამ დღისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს