ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
20-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო, სახალისო და შემოქმედებით კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსური დავალებაზე მათემატიკაში, რომლის თემა იყო - „ველოდებით სტუმრებს“. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ კომპლექსური დავალება მოსწავლის მიერ შემოქმედებითად შექმნილი პროდუქტია და ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თვითონაც შემოქმედებითად მიუდგნენ ამ პროცესს და შედეგიც საინტერესო გამოვიდა.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მიიღეს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, დავალება წარმატებით შეასრულეს და აქტიურად იყვნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფატი თევდორაძე და დაწყებითი კლასების მასწავლებლები.

მათემატიკის მასწავლებელი კი, ინდირა ღარწკია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203