მერეთის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნელი რობანიშვილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
20-02-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული, წარჩინებული და ნიჭიერი ახალგაზრდა აღზრდილა, მათ შორისაა ნელი რობანიშვილი

ნელი 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლისადმი სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით. 

სკოლა ამაყია გვამცნოს, რომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის და სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის, ნელი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

ახალგაზრდას სკოლაში ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ნელის დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას ცხოვრების გზაზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203