
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობის ამაღლებას, მათი შემოქმედებითი უნარებისა განვითარებასა და მათთვის დასამახსოვრებელი სასწავლო პროცესის შეთავაზებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამის ნათელი მაგალითია მე -6ა კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომელსაც სკოლაში ასე აფასებენ: „მოსწავლეებმა ზღაპრის სამყაროში გვამოგზაურეს“.
მოსწვალეებმა, გერმანულ ენაზე გააცოცხლეს ძმები გრიმების ზღაპარი - „უფლისწული ბაყაყი“. ზღაპრის მიხედვით შექმნეს ილუსტრაციები, გააფორმეს ტექსტით და აკინძეს წიგნად.
აღსანიშნავია, რომ შემოქმედებით აქტივობას, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მასწავლებელი ასმათ ძმანაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: