ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა
20-02-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რამაც მოსწავლეთა დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია. 

ამ დღესთან დაკავშირებით, V ,V და VII კლასებში ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიებები, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ლომია ხელმძღვანელობს. 

VII კლასში გაიმართა ჯერომ სელინჯერის რომანის - „თამაში ჭვავის ყანაში“ განხილვა, სადაც აღწერილია სამყაროსთან შეურიგებელი 16 წლის ამერიკელი ბიჭის განცდები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაითავისეს ჰოლდენ კოლფილდის პრობლემები, რადგან დღესაც მოზარდებს იგივე სატკივარი აწუხებთ, თუმცა ნაწარმოების გამოცემის დღიდან 70 წელზე მეტი გავიდა.

V და V კლასებში კი, მოეწყო მოსწავლეებისთვის საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების განხილვა, შემდეგ, გაიმართა კონკურსი - „საუკეთესო მკითხველი“.

კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: V კლასი - ანასტასია გიგატაძე და V კლასი - ილია ჩიხლაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203