იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
20-02-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

სკოლის დირექტორის - რიზვან უსუფოვის ინიციატივით და ხელშეწყობით, მოსწვლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის წარჩინებული მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

მოსწავლეები წარმოადგენდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს. ჯგუფი გაიყო 2 ნაწილად. მოსწავლეებს პედაგოგები ლალი ვაჭრიშვილი და გულუ (ხაჯა) ნოვრუზოვა ხელმძღვანელობდნენ. 

დაწყებითი საფეხური ექსკურსიამძღოლის დახმარებით გაეცნო საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კი საქართველოს ქვის ხანის პერიოდს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისიც აღმოჩნდა. მათ ბევრი ახალი გაიგეს და შეიმეცნეს. სკოლაში კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

სკოლაში დირექტორს მოსწავლეთა მოტივირებისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა დირექტორს, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს ეს დღე გაუხალისა და მოტივაცია აუმაღლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203