
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები, მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს სახალისო, ინოვაციური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო შეუქმნან.
ამის დასტურია, მე-2 კლასში ჩატარებული ორიგინალური აქტივობა - „კომიქსებით მოყოლილი მეგობრობა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი და კრეატიული უნარები გამოავლინეს, საინტერესო ნამუშევრები შემქნეს და კომიქსებით ერთმანეთს მეგობრობის მნიშვნელობა გააცნეს.
მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები დაფაზე გააკრეს და მათ ირგვლივ იმსჯელეს.
აქტივობა ემოციებით დატვირთული და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: