უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული განათლების კურსს გადიან
20-02-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

უწერის საჯარო სკოლა ჩართულია პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამაში - „საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გასული წლის გაზაფხულზე განხორციელდა სასერტიფიკატო პროგრამა -„კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“, კოლეჯ „ერქვანის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის იანვრიდან კი, კოლეჯის ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდება ახალი კურსები, კერძოდ - „საოჯახო სასტუმროს მართვა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ კურსში ჩართულები არიან   მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. კურსის დასრულების შემდეგ კი, მათ სერტიფიკატები გადაეცემათ. 

სკოლა მადლობას უხდის პროფესიული უნარების სააგენტოსა და კოლეჯ „ერქვანს“ მხარდაჭერისთვის.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სკოლასა და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203