იხტილის საჯარო სკოლაში სომეხი მწერილის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
20-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა მწერლის ზღაპრების: „ზარმაცი ჰური“, „ბარეკენდან“ და „მამაცი ნაზარი“ სიუჟეტების მიხედვით, სპექტაკლები​ წარადგინეს. 

ღინისძიება შემოქმედებითი კუთხით, საინტერესოდ იყო დატვირთული. მოსწავლეთა სამსახიობო უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი მშობლიური ენის მასწავლებელი გიარ თოროსიანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203