
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, მათ მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ სამუშაო შეხვედრა მოეწყო.
აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბის წევრებმა მეცნიერი ქალების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს - მათი დამსახურების, მიღწევებისა და ბიოგრაფიის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა მათ შესახებ მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები: