
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეც აღინიშნა და ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს წაკითხულ საყვარელ წიგნებზე და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაიმართა სკოლის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: