ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ
20-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კულტურული ღირებულებებისა და მათი ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას. 

ამჯერად, პედაგოგ ეკა ადამიას ხელმძღვანელობით, მე-6 კლასის მოსწავლეები ჟიული შარტავას სახელობის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია, მოსწავლეთა ჩართვა საკუთარი ქალაქის ისტორიული წარსულის, კულტურის და ეთნოგრაფიული ყოფის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები და მოსწავლეთა ხელოვნებით დაინტერესება, რათა ეს მათ შემოქმედებით უნარებს ავითარებს, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებისკენ უბიძგებს და უღრმავებს ცოდნას მშობლიურ მხარეზე. 

ღონისძიების მიზანი იყო, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ღვაწლის გაცნობა-გათავისება

სკოლაში მადლობას უხდიან მასპინძლებს საუკეთესო დახვედრისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. 

„დიდი მადლობა გმირის სახელობის მუზეუმის თანამშრომლებს ასეთი საინტერესო დღისთვის და ჩემ მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის დირექციას“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203