ქუთაისის N19 სკოლის კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ აქტიური წევრი ნინა ყუბანეიშვილი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
20-02-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციებსა და შეხვედრებს დიდი მონდომებით ესწრებიან.

ამჯერად, კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ აქტიური წევრი ნინა ყუბანეიშვილი ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტში (KIU) მეცნიერ ქალთა საერთაშორისი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. აღნიშნული ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, არასამთავრობო ორგანიზაციის -  „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ეგიდით არის ორგანიზებული და მას აფინანსებს ევროკავშირი.

ამ კონფერენციაზე ასევე მიწვეული იყო ქართველი მეცნიერი ია მოსაშვილი, რომელმაც ისაუბრა მის მიღწევებსა და ქალ მეცნიერებზე.

შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203