ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტი მუზეუმში
20-02-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, ინფორმაციულ და საგანმანათლებლო სახის გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის IX კლასის მოსწავლეები სამხედრო საქმის პედაგოგ კახაბერ ჯიბლაძესთან ერთად ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის მასალები, იარაღ-საჭურველი, II მსოფლიო ომში მებრძოლი ქუთაისელი მეომრების ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა, აგრეთვე აფხაზეთსა და 2008 წლის აგვისტოში განვითარებული აგრესიის ამსახველი მასალები.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

​იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203