
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, შემეცნებითთან ერთად, მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს ბრიტანეთში.
მოსწავლეები ბრიტანეთის ისტორიას დიდი ინტერესის გაეცნენ, კულტურისა და ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, შემდეგ კი, დისკუსია გამართეს.
პატარებმა, საყვარელი ადგილებიც შეარჩიეს და კლასელებს გაუზიარეს.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სახალისო, შემეცნებითი, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა, მათ ბევრი იმხიარულეს და წარმოდგენებით, სიამოვნებით მოინახულეს უცხო ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: