„პედაგოგმა უნდა შეძლოს, მოსწავლისთვის კითხვა საყვარელ საქმიანობად აქციოს“-ჭიათურის N2 სკოლის პედაგოგი ნაირა ბაბლიძე მოწაფეთა წიგნიერების სადარაჯოზე
21-02-2024

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 1-ელ კლასშიც აღინიშნა. პედაგოგი ნაირა ბაბლიძე, რომელიც მოსწავლეებს კითხვის კულტურას ასწავლის და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავს. წიგნიერების დღესასწაული პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად საინტერესოდ აღნიშნა. 

ამ დღის შესახებ თავად პედაგოგი გვესაუბრა:

„მოგეხსენებათ, დღევანდელობის პრობლემააა „ბავშვი და წიგნი“, რადგან მიჯაჭვულობა კომპიუტერთან აშორებს წიგნს მოზარდს. ბავშვი ავტომატურად ვერ გახდება წიგნის მკითხველი, მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ თითოეულმა პატარამ იგრძნოს წიგნის გემო და მისთვის წიგნის კითხვა გახდეს საყვარელი საქმიანობა. ვცდილობ, გავაგებინო, რომ კომპიუტერული თამაშები ჩაკეტილია. ხოლო წიგნის ერთობლივ კითხვაში ჩავრთეთ ფანტაზია, კომიქსი. ბავშვი წარმოიდგენს მას, რაც წიგნში არ წერია, და ასე ვაქცევთ წიგნის კითხვას გააზრებულ თამაშად. შედეგი ნამდვილად გვაქვს.

ამ დღეს ბავშვებმა მხიარული ანბანით ააწყვეს წიგნის სათაურები, გამოთქვეს ვარაუდები სათაურის მიხედვით, შემდეგ  წაიკითხეს და თვიანთი ვარაუდი წიგნის შინაარსს შეადარეს. აღნიშნულმა აქტივობამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“,- გვიყვება პედაგოგი. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203