ჭიათურის N2 სკოლის პედაგოგი დალი კვანტიძე მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს პირველი კლასიდან უნერგავს 
20-02-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 1-ელიგ კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.

Iგ კლასის მოსწავლეებს, რომელსაც თავისი საქმის სიყვარულით გულანთებული პედაგოგი, დალი კვანტიძე, ხელმძღვანელობს, ამ დღეს უფროსი მეგობარი, მარიამ ჩიხლაძე, ესტუმრა, რომელმაც პატარებს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაუკითხა.

პატარებმა კი საანბანო პერიოდის ნაწარმოებები წაიკითხეს. ირგვლივ ხალისიანი და თავისუფალი გარემო სუფევდა.

„როგორც მარცვლებისაგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებისაგან იქმნება ცოდნა- ეს ბრძნული შთაგონება კარგად მაქვს გაცნობიერებული და ვცდილობ წიგნი შევაყვარო Iგ კლასის თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203