თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარეკლამო ვიდეორგოლები შექმნეს 
20-02-2024

თბილისის N136 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მზია ჭეიშვილის ხელმძღვანელობით,  შთამბეჭდავი რეკლამები მოამზადეს.

პედაგოგმა თავდაპირველად მოსწავლეებს რეკლამის არსი, მიზნები და ამოცანები გააცნო. მან ბავშვებს აუხსნა თუ რა გავლენას ახდენს ის საზოგადოებაზე.

„ტელევიზორში, რადიოში, ქუჩაში, ჟურნალ-გაზეთებში თუ ტრანსპორტში ხშირად ვხვდებით რეკლამებს. რეკლამა იმისთვისაა, რომ ამ ნაწარმის, ქმნილებისა და ნივთის არსებობის შესახებ საზოგადოებამ შეიტყოს, რათა შემდეგ მსურველებმა შეძენა მოინდომონ“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

მისივე თქმით, კარგად მოფიქრებულ რეკლამაში არის:

  • ძირითადი, წამყვანი ფრაზა-სლოგანი;
  • მოკლე, ლაკონური ტექსტი(ინფორმაცია ნაწარმის შესახებ);
  • მიმზიდველი ფერები და დიზაინი;
  • ვისთვისაა განკუთვნილი ეს ნაწარმი;
  • ხაზგასმულია ამ ნაწარმის უპირატესობა და ღირსება.
სწორედ აღნიშნული რჩევების მიხედვითა და გათვალისწინებით შექმნეს მოსწავლეებმა რეკლამები, სადაც მათ შემოქმედებითი ხედვა,  შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აქტივობა საინტერესო, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203