თბილისის N141 საჯარო სკოლის 2022 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
20-02-2024

თბილისის N141 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც 2022 წელს წარმატებით დაასრულეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, გადაეცათ დამსახურებული ოქროსა და ვერცხლის მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები.

დირექციამ და პედაგოგებმა მიულოცეს მოსწავლეებს მიღწეული შედეგი.

„ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ასპარეზზე“,- აღნიშნეს სკოლაში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203