„ვიცით, ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია“- თბილისის N174 სკოლის წარჩინებული  კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ 
20-02-2024

თბილისის N174 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სიღრმისეულ ცოდნას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთაც წარჩინებით დაასრულეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, გადაეცათ დამსახურებული მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები.

სკოლაში კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება, ახალა უკვე უმაღლეს სასწავლებელში. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს. ვამაყობთ თქვენით და გვჯერა, რომ ცხოვრების დიდ ასპარეზზე არაერთი აღიარებული წარმატება გექნებათ. გვიყვარხართ, გვეიმედებით და ვიცით, ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია“, -აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203