
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადახვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ - პედაგოგები მათი გულმხურვალე გულშემატკივრები და მხარდამჭერები არიან და მათ წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად სკოლაში, სკოლის XI კლასის მოსწავლის - იოსებ მეგრელიძის წარმატებას გვიზიარებენ. მეთერთმეტეკლასელმა ვაჟა-ფშაველას საიუბილეო რესპუბლიკურ კონკურსში - „რამ შემქმნა ადამიანად“ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და წარმატების დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: