ეშტიის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთის ღია ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
19-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეთა შორის 17-18 თებერვალს ღია ჩემპიონატი „მერიის თასი“ ფრენბურთში გაიმართა. ჩემპიონატში ბიჭებისგან დაკომპექტებული 17 და გოგოებისგან შემდგარი 5 გუნდი მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორდღიანი ბრძოლის შემდეგ ჩემპიონატში ეშტიის N2 საჯარო სკოლის გოგოების ჯგუფმა გაიმარჯვა. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, რისთვისაც დაჯილდოვდნენ.

სკოლა მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს და კვლავ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203