თბილისის N191 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.ამჯერად, სკოლის V-VIII კლასების მოსწავლეები, პედაგოგ დიანა
ნიკოლაევას ხელმძღვანელობით ი. კრილოვის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარებულ კონკურსში დისტანციურად მონაწილეობდნენ.
აღნიშნული კონკურსი ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
მოსწავლეებს კონკურსის ფარგლებში, ნომინაციებში: „მხატვრული კითხვა“ და „
იგავ-არაკების ილუსტრაცია“ დიპლომები გადაეცათ. ბავშვებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობისთვის სკოლა მოსწავლეებს ახალისებს და ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: