ქუთაისის N19 სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
19-02-2024
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რაც მათი წარმატებული მომავლის წინაპირობაა.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულები სკოლას მედალზე ამთავრებენ. ამჯერად, 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - ნინი ჯუღელს, ქრისტინე ჯანელიძეს, ელენე ენდელაძეს, ნინო ბოკელავაძეს, დავით ხურციძეს, სერგო ბიწაძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას კახიანოურის, საფიჩხიისა და მუხნარის მაჟორიტარი დეპუტატი - მაგდა კოსტავა, ქუთაისის მერის წარმომადგენელი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში - ნაილი ჭელიძე და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები - ნიკო კოღუაშვილი, გიორგი ოყრეშიძე ესწრებოდნენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია