წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები საგანმანათლებლო მასტერკლასს დაესწრნენ
19-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, ამ მიზნით კი აქტიურად უერთდებიან სხვადასხვა ინიციატივას. 

ამჯერად, პედაგოგები სკოლის დირექტორთან, ფაქიზო ფანჩულიძესთან ერთად, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, ფსიქოლოგისა და პედაგოგის შალვა ამონაშვილის მასტერკლასზე -„როგორ აღვზარდოთ ცხოვრებაში გამარჯვებული შვილები“, იმყოფებოდნენ. 

პედაგოგებისთვის და სკოლის ხელმძღვანელისთვის შეხვედრა საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

„ყველა მშობლის თუ პედაგოგის უმთავრესი მიზანი ხომ წარმატებული შვილის აღზრდაა, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას ცხოვრების გამოწვევებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი, როგორ უნდა გავუძლიეროთ მოზარდს ნებისყოფა, როგორ ირწმუნოს საკუთარი ძალებიც, როგორი სიყვარული უნდა გავუღვივოთ მას გულში, როგორ ვასწავლოთ წარმატებული ურთიერთობების ხელოვნება. სწორედ ამ თემებზე ისაუბრა ბატონმა შალვა ამონაშვილმა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმ ჭეშმარიტებაში, რომ მშობლისა და მასწავლებლის წარმატების პირდაპირი მაჩვენებელია გამარჯვებული ბავშვის აღზრდა“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203