თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
19-02-2024

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის გუნდი სამგორის რაიონის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული გუნდის წევრები იყვნენ: გიორგი გაბრავა, გიგი შენგელია, მარი სულიაშვილი, დაჩი ჩოხელი, ლიზი უსენაშვილი და ტატო მოდებაძე იყვნენ.

„გილოცავთ „ოქროს ბუ“ ჩვენია!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203