წყალტუბოს N1 სკოლაში, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, საინტერესო საინფორამციო შეხვედრა გაიმართა
19-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „ნიკო კეცხოველის პრემია 2024, იმოქმედე კლიმატისთვის“. პროექტთან დაკავშირებით კი, 16 თებერვალს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს საჯარო სკოლების ბიოლოგია-ბუნებისმეტყველებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას უძღვებოდა სფეროს სპეციალისტი, მაია კეზევაძე. მან დაწვრილებით ისაუბრა პროექტის მიზნებზე (მდგრადი განვითარების ხელშეწყობა), სკოლების ეკოკლუბებსა და მათ მიერ ინიცირებულ აქტივობებზე.

მომხსენებელმა, დამსწრეთა შეკითხვებს მათთვის საინტერესო თემებზე, ამომწურავად უპასუხა, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ დამსწრე პედაგოგებს მდგრადი განვითარების კალენდრები გადაეცათ. 

შეხვედრის ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, სტუმარს დიდი მწერლის ოტია იოსელიანის წიგნი უსახსოვრა. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქმიან ვითარებაში წარიმართა და მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203