ძველი ანაგისა და ვაქირის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა
19-02-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლამ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. 

სკოლები 13 თებერვალს, ფრენბურთში ამხანაგური მატჩით შეხვდნენ, აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი ვაჟებისა და გოგონების გუნდებს შორის გაიმართა. 

როგორც სკოლებში აღნიშნავენ, თამაში წარიმართა საინტერესოდ და პოზიტიურად. მოსწავლეებმა  გამოამჟღავნეს ფრენბურთის ტექნიკური ელემენტების ცოდნა, რაც დაეხმარა მათ წარმატების მიღწევაში.

აღსანიშნავია, ორივე სკოლის დირექცია მადლობას უხდის შეხვედრის ორგანოზატორებს: ძველი ანაგის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლებს: ლელა  აბულაშვილს და  ნოდარ ზურაშვილს და ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორს, ჟუჟუნა შავერდოშვილს და სპორტის მასწავლებელს თამარ ელაშვილს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ  სოფლის  მაჟორიტარი  დეპუტატი  ბატონი  ირაკლი ზურაშვილი და მოსწავლეთა მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203