ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ
19-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორის იყო მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განხორციელებული პროექტი  - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“. აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთნენ, რისთვისაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოებისა და კიბერბულინგის საკითხებს გაეცნენ. მათ აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვებს საჭირო ცოდნას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203