ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა საგანმანათლებლო ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა 
19-02-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ კონკურსებში წარმატებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებული გუნდი „სპეკალი“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს შორის ჩატარებულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.

ოლიმპიადის ფინალური ეტაპი 18-21 იანვარს ბაკურიანში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის სახელით ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას გუნდს „სპეკალს“, რომლის წევრებიც იყვნენ მასწავლებლები: ქეთევან ენდელაძე, ქეთეან ნათენაძე, იამზე ჯოხაძე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ოლიმპიადის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი. პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან ენდელაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203