ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მუსიკალურ პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ
19-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები პროექტში - „ავაღორძინოთ ფოლკლორი“ მონაწილეობდნენ. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

პროექტი ჩოხატაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მერიისა და რესურსცენტრის ინიციატივით ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერკეთელმა მონაწილეებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდნენ.

„პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობებში ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ნიჭიერი მონაწილეების განვითარებას, ხელშეწყობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203