ქუთაისის N19 სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცათ
19-02-2024
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგთა მთავარი საზრუნავი ახალგაზრდების წარმატებული მომავალია. სწორედ ამიტომ, ისინი წარმატებას სკოლის დასრულების შემდეგაც აღწევენ.
ამჯერად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მოპოვებისთვის ქუთაისის N19 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიამ ბაბუაძე და სანდრო კუპრაშვილი მადლობის სიგელითა და ფულადი თანხით დააჯილდოვა.
მათ საჩუქრები ქუთაისის მერმა - იოსებ ხახალეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - მაია ცქიტიშვილმა გადასცეს.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს და სანდროს“,- სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევით ხარობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია