ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლის - გიორგი ჯაფარიძის წარმატება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში
19-02-2024
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში XIIა კლასის მოსწავლე გიორგი ჯაფარიძის მიღწევით ხარობენ. ის ისტორიის ეროვნულ სასწავლო ოლომპიადაში ჩაერთო. მოსწავლემ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა და ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის“,- სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს