ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეები არჩევნების ჩატარების წესებს გაეცნენ
19-02-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და შეხვედრები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა  XI-XII კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზაციის, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებისა და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

„მადლობა ქალბატონ ნატო მუმლაძესა და ქალბატონ მარინა კაციტაძეს ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203