ჩიხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
19-02-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლის პირველ კლასში, „მწვანე კლუბის“ ფარგლებში, ახალი პროექტი - „ბოცოსა და გვანცას კვალდაკვალ“ ხორციელდება. პროექტის მიზანი, როგორც პედაგოგი ირმა იაკობაშვილი აღნიშნავს, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა მოსწავლეებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლაში, მოეწყო ფილმის კოლექტიური ჩვენება და განხილვა. შემდგომ კი მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანეს. მათი ნამუშევრების გამოფენა კი სკოლის ფოიეში მოეწყო.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კვლავ ბევრი, საინტერესო აქტივობები გველოდება. პირველკლასელების სახელით მადლობას ვუხდი გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ფილმის შექმნისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი ირმა იაკობაშვილი.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203