
თბილისის N48 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივები და აქტივობები შესთავაზონ.
ამის დასტურია მეთერთმეტეკლასელებისა და პედაგოგ ნინო მიროტაძის ვიზიტი აგრარულ უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ გასვლითი ღონისძიება პროექტის - STEM ასისტანსის ფარგლებში მოეწყო და ინიციატივაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა, მასპინძელ ასისტენტებთან ერთად ქიმიური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის, ააწყვეს გალვანური ელემენტი და დენის წყაროსთან შეერთების გარეშე გაანათეს ნათურა.
დღე შთაბეჭდილებებით სავსე, დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით დამუხტული გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: